LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბლექ სი არენას” ყველა ღონისძიება 2021 წლამდე გადაიდო

223
blackseaarenanews

“ბლექ სი არენა” განცხადებას ავრცელებს. როგორც ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, კონცერტები 2021 წლისთვის გადაიდო.

გთავაზობთ განცხადებას:

“მეგობრებო.

Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წელს Black Sea Arena-ზე დაგეგმილი ღონისძიებები 2021 წლის ზაფხულამდე გადაიდო. ეს ცვლილება ეხება როგორც Nile Rodgers & CHIC-ის ღონისძიებას, ასევე One Republic-ის კონცერტს. თუ თქვენ უკვე შეიძინეთ აღნიშნული ღონისძიების ბილეთი, შეგიძლიათ თანხა დაიბრუნოთ ან ბილეთი მომავალი წლის კონცერტისთვის შეინახოთ.

მათთვის, ვისაც ბილეთების დაბრუნება სურს, ჩვენს ვებგვერდზე სპეციალური ღილაკი უკვე გააქტიურდა და ბილეთების დაბრუნების სერვისით 20 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ ისარგებლოთ. თუ მითითებულ პერიოდში ბილეთის თანხას არ დაიბრუნებთ, ეს ნიშნავს, რომ ბილეთს მომავალი წლის კონცერტისთვის იტოვებთ.

გაცნობებთ, რომ Black Sea Arena-ს გუნდი 2021 წლის სეზონის დასაგეგმად ინტენსიურად მუშაობს და ახალი თარიღების შესახებ ინფორმაციას ძალიან მალე მოგაწვდით.

პატივისცემით, Black Sea Arena-ს გუნდი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები