LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბლექ სი არენაზე” გადაღებულ “აიდას” 50 მილიონი ადამიანი იტალიური არხის ეთერში ნახავს

318
Untitled design (5)
ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალმა წელს პირველად დატოვა იტალიის საზღვრები და საქართველოში ჩამოვიდა. მის ფარგლებში ჩვენმა ქვეყანამ სამ მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა, თბილისის ოპერაში “ბალმასკარადი” გაიმართა , ხოლო “ბლექ სი არენაზე – “აიდა” და გალაკონცერტი მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით.
“ბლექ სი არენაზე” განხორციელებული
“აიდა” გადაიღო იტალიურმა “მედიასეტმა”. ჩანაწერი  TV5-ის ეთერში 25 დეკემბერს გავა. მას 50 მილიონამდე მაყურებელი იხილავს მთელი ევროპის მასშტაბით. გარდა ამისა, ამავე ჩანაწერით გამოიცემა DVD, რომლის შეძენაც ევროპელ მსმენელს შეეძლება. როგორც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელმა, ბადრი მაისურაძემ განაცხადა, “აიდას” არენა დი ვერონასეული დადგმის ერთ-ერთი საუკეთესო ვერსია სწორედ “ბლექ სი არენაზე” იყო წარმოდგენილი.
ფოტოები: copter.ge
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები