LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლოგერები აჭარის უცნობ, თუ ნაცნობ ტურისტულ პროდუქტებს შიდა ტურისტებს გააცნობენ

319
115788745-2771501383122804-6245878181264921883-o

შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც ქართველი ინფლუენსერებისა და ბლოგერების მთიანაჭარაში მოგზაურობით გაიხსნა.

ერთი კვირის განმავლობაში ბლოგერები აჭარის ეროვნულ პარკებში, მთიანი აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტებზე იმოგზაურებენ და აჭარის უცნობ, თუ ნაცნობ ტურისტულ პროდუქტებს შიდა ტურისტებს გააცნობენ. პროექტის ფარგლებში საქართველოში 7 აქტიური ბლოგერი და ინფლუენსერი შეირჩა, რომლებსაც სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე ათასობით გამომწერი ჰყავთ.

პროექტის ფარგლებში ასევე, განახლდება აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების ამსხველი ფოტო-ვიდეო ბაზა. ინფლუენსერების შემდეგ აჭარაში უკვე ფოტოგრაფები იმოგზაურებენ. პროექტში ეტაპობრივად სხვადასხვა პროფესიის ადამიანის ჩართვა იგეგმება. დღემდე, აჭარაში შიდა ტურიზმის სტიმულირება ონლაინ კამპანიით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები