LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბნელი რაინდი” Twitter-ის მომხმარებლების საყვარელი ფილმია

132

ბოლო დროს Twitter-ში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ახალი ტრენდი ჰეშტეგით #7favfilms, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებლები შვიდ საყვარელ ფილმს ირჩევენ. მიუხედავად ახალი ბლოქბასტერების მოზღვავებისა, Twitter-ის მომხმარებლებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით მაინც ფილმი ”ბნელი რაინდი” სარგებლობს ჰიტ ლეჯერისა და კრისტიან ბეილის მონაწილეობით.

კომპანია Fizziology-ის მონაცემებით, რომელიც სოციალური ქსელების მონიტორინგს ახორციელებს, 14 საათის განმავლობაში ”ბნელი რაინდი” 100 000-მა მომხმარებელმა მოიხსენია. გარდა ამისა, Twitter-ის მომხმარებელთა რჩეულ ნუსხაში ფილმები ”ვარსკვლავური ომები: იმპერიის საპასუხო დარტყმა”, ”გაქცევა შოუშენკიდან”, ”კრიმინალური საკითხავი” და ”ნათლიმამა” მოხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები