LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბობოხიძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს – აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება

285
boboxize

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ქართველი დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ე.წ. საგარეო უწყება ბობოხიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების აუცილებლობაზეც საუბრობს.

“ქართველმა პარლამენტარებმა, რომლებიც ოპოზიციურ ძალებს წარმოადგენდნენ, მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია უხეშად ჩაშალეს. წარმოშობილი პოლემიკის მსვლელობისას საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და “ევროპული საქართველოს” წევრმა აკაკი ბობოხიძემ შეურაცხმყოფელი რეპლიკა წამოიყვირა, რომელშიც, აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილი მკვლელობი აღიარა,”- ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დე ფაქტო უწყებაში აღნიშნეს, რომ ოფიციალური პირის მიერ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული მსგავსი ცინიკური განცხადება ოკუპირებუილ აფხაზეთში სამართლიან შეშფოთებას იწვევს.

“მსგავსი განცხადება სამართლებრივი შედეგების გარეშე არ ჩაივლის იმ ადამიანისთვის, ვინც ღიად საუბრობს თავის სამხედრო დანაშაულებებზე. აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები გეგმავენ ქართველი პარლამენტარის მიერ გაჟღერებული განცხადება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე წამოწიონ, რათა ამ საკითხზე დისკუსიის ყველა მონაწილის ყურადღება მიაქციონ,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

პოპულალურები