LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკაში კიდევ 3 გამოჯანმრთელდა: 2 პაციენტი რეანიმაციაშია

71
bocho

ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროის მონაცემებით სულ 53 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 კოვიდინფიცირებულია. ახალი კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს შორის 10 მოზარდია. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა. მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, 2 ინფიცირებული რეანიმაციულ განყოფილებაშია. მათ მდგომარეობას სოლოღაშვილი სტაბილურად მძიმედ აფასებს. მისი ინფორმაციით, კლინიკაში დღეს კიდევ სამმა ინფიცირებულმა დაამარცხა კორონავირუსი.

“ჩვენს კლინიკაში ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. 2 პაციენტი მივიღეთ, ორივე ძველი შემთხვევაა. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ დროისათვის ბოჭორიშვილის კლინიკაში სულ 53 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათ შორის 42 კოვიდინფიცირებულია. მკურნალობას განაგრძობს ასევე 10 ინფიცირებული მოზარდი. საერთო ჯამში, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. საყურადღებოა მხოლოდ 4 პაციენტი. 2 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ისინი აპარატდამოკიდებულები არ არიან”, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისივე თქმით, კლინიკაში გადმოყვანილი 2 პაციენტიდან ერთი ძველი დადასტურებული, ხოლო მეორე ბოლნისის კლასტერიდანაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები