LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება

144
aweryhwrtj

გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოების გამო, 21 ნოემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება.

კერძო ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ, როგორც ვეკუას, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩების მეშვეობით, ასევე, პირველ მიკრორაიონში, ბოჭორიშვილისა და ნანეიშვილის ქუჩებს შორის არსებული ქუჩით.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, მიკროავტობუსი N210 გადაადგილდება კეცხოველის ქუჩის გავლით, რის შემდეგაც, სვლას დადგენილი მარშრუტით განაგრძობს.

პოპულალურები