LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოდიშს ვუხდი ხელოვან ხალხს! გვაპატიეთ ექიმებს ეს სასოწარკვეთილი თხოვნა, მაგრამ გადადეთ ღონისძიებები… მალე დერეფანშიც აღარ იქნება ადგილი: ჟამურაშვილი

115
თამარ ჟამურაშვილი

,,როგორც ექიმი ბოდიშს ვუხდი ხელოვან ხალხს! იმისთვის, რომ არ გეძლევათ უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება. უპრობლემოდ შეიძლებოდა შესაბამისი რეგულაციების დაწესება, ღია ცის ქვეშ პირბადეების ვალდებულებისა და დისტანციის დაცვა.” – წერს სოციალურ ქსელში გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი და აღნიშნავს, რომ არ წესედება არც საჭირო რეგულაციები და არც კონტროლი, უკვე დაწესებულ რეგულაციებზე.

როგორც ჟამურაშვილი აღნიშნავს, არანაირ ჩარჩოში და ლოგიკაში არ ჯდება, რაც დღევანდელ საქართველოში ხდება:

“როგორც ექიმი ბოდიშს ვუხდი ხელოვან ხალხს! იმისთვის, რომ არ გეძლევათ უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება. უპრობლემოდ შეიძლებოდა შესაბამისი რეგულაციების დაწესება, ღია ცის ქვეშ პირბადეების ვალდებულებისა და დისტანციის დაცვა. ამის გაკონტროლებას თითო კონცერტზე სულ რამდენიმე პატრულიც კი მოახერხდება.

არ ხდება ასე, ფაქტია არ წესედება არც საჭირო რეგულაციები და არც კონტროლი უკვე დაწესებულ რეგულაციებზე… არანაირ ჩარჩოში და ლოგიკაში არ ჯდება, რაც დღევანდელ საქართველოში ხდება…

‼ ორსული ორსულზე იღუპება…

‼ დამწყებ სტუდენტებს სთხოვენ ექთნობას, რომელთაც ჯერ ვენის კატეტერიც კი არ ჩაუდგამთ და ეს ორმაგი ხელთათმანებით, დაბინდული სათავლეებით და პირბადით უნდა აკეთონ, წარმოგიდგენიათ რამდენი დაინფიცირდება? სტუდენტებზე, მომავალ თაობაზეა საუბარი! ჯანმრთელობის სანაცვლოდ შეთავაზებულ გროშებს აღარ შევეხები, იმდენად მტკივნეულია…
‼ პაციენტები დერეფანში წვანან… მალე დერეფანშიც აღარ იქნება ადგილი…

მივმართავ ხელოვნების წარმომადგენლებს, მომღერლებს, მსახიობებს, გვაპატიეთ ექიმებს ეს სასოწარკვეთილი თხოვნა, მაგრამ გადადეთ დაგეგმილი ღონისძიებები…

მადლობა თითოეულ თქვენგანს ვინც რეალობას ადეკვატურად შეაფასებს‼‼” – წერს თამარ ჟამურაშვილი “ფეისბუქში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები