„ბოჰემური რაფსოდიის“ პრემიერა ქართულ კინოთეატრებში დღეს შედგება. ფილმი, რომელიც ლეგენდარული „ქუინის“ წარმატების ისტორიას ასახავს, კრიტიკოსების დადებითი შეფასებებით გამოირჩევა, ფრედი მერკურის როლის შემსრულებელ რემი მალეკს კი „ოსკარის“ პრეტენდენტად მოიაზრებენ.

დღევანდელ პრემიერას „კავეაში“ პოპულარული რადიოსადგურები, „ფორტუნა“ და „ფორტუნა პლუსი“ წარდგენენ. ქართული პრემიერის დღე მსოფლიოში ფილმის ჩვენების დღეს ემთხვევა.

„ფორტუნა“ და „ფორტუნა+“, როგორც მუსიკალური რადიოები, ამ პრემიერისთვის საგანგებოდ ემზადებიან, გაიშლება წითელი ხალიჩა, დიდი ბანერი „ქუინის“ ალბომების ყდებით, გაიჭრება ტორტი და ფოტოსურათების გადასაღებად პრემიერაზე მოწვეულ სტუმრებს სპეციალური ატრიბუტიკით მოამარაგებენ, რომლებიც, რასაკვირველია, ლეგენდარულ ჯგუფთან იქნება დაკავშირებული, დაგეგმილია გათამაშებებიც, დაწესებულია პრიზები.

პრემიერას დაესწრებიან გიორგი და შალვა კოკოჩაშვილები, ქართველი ავტორები 1991 წელს გამოსული წიგნისა „საოცარი ქუინი“, რომელმაც ანსამბლის წევრების დიდი სიმპათია დაიმსახურა…

 

https://www.youtube.com/watch?v=mP0VHJYFOAU

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები