LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოჰემური რაფსოდიის“ სცენარისტი უიტნი ჰიუსტონის ბიოგრაფიულ ფილმზე იმუშავებს

229
whitnihiustonmov

ფრედი მერკურის ბიოგრაფიაზე დაფუძნებულმა ფილმმა საყოველთაო აღიარება და კინოაკადემიის 4 ჯილდო მოიპოვა, მისი სცენარისტი კი კიდევ ერთი გამორჩეული ვარსკვლავის ბიოგრაფიულ ფილმზე იმუშავებს.

„ბოჰემური რაფსოდია“ ენტონი მაკკარტენის ერთადერთი გამორჩეული ნამუშევარი არ არის. მას ეკუთვნის ისეთი გახმაურებული ბიოპიკების სცენარები, როგორებიცაა „როკეტმენი“, „ჩერჩილი – მძიმე დროება“ და „ყველაფრის თეორია“. მაკკარტენი „ოსკარზე“ 4-ჯერ იყო ნომინირებული.

უიტნი ჰიუსტონის ცხოვრების შესახებ გადასაღები ფილმის უფლებებისათვის რამდენიმე კინოკომპანია იბრძოდა, თუმცა გამარჯვება საბოლოოდ „სონი ტრისტარმა“ მოიპოვა.

ლეგენდარული მომღერალი 2012 წელს, 48 წლის ასაკში წამლის დოზის გადაჭარბების გამო გარდაიცვალა.

ფილმს სახელად „ვინმესთან ცეკვა მსურს“ ერქმევა ისევე, როგორც ჰიუსტონის ერთ-ერთ გახმაურებულ ჰიტს. შემოქმედებით ჯგუფთან დეტალების დასაზუსტებლად მომღერლის ოჯახიც ითანამშრომლებს.

უიტნი ჰიუსტონის ერთ-ერთმა მენტორმა, ლეგენდარულმა პროდუსერმა კლაივ დევისმა თანხმობა განაცხადა გახდეს ფილმის პროდუსერი. „მისი ისტორია ბოლომდე არსად მოუყოლიათ, მე კი ვეცდები ეს გავაკეთო. მე ვარ ადამიანი, ვინც უიტნის თინეიჯერული ასაკიდან ტრაგიკულ გარდაცვალებამდე იცნობდა.“ – აცხადებს 88 წლის დევისი.

ამ დროისათვის არსებული გეგმის თანახმად, „ვინმესთან ცეკვა მსურს“ ეკრანებზე 2022 წელს უნდა გამოვიდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები