თამაში 9 დეკემბერსაა დაგეგმილი, თუმცა მატჩი შეიძლება არც შედგეს.

ათასობით ადამიანი და მასშტაბური სალუტი: ასე გააცილეს „ბოკა ხუნიორსის“ ფეხბურთელები მადრიდში.

წარმოიდგინეთ, რა იქნება გამარჯვების შემთხვევაში.

„ბოკას“ ფეხბურთელები მადრიდში გაფრინდნენ დაუძინებელ მტერ „რივერ პლეიტთან“ ლიბერტადორესის თასის განმეორებითი ფინალის სათამაშოდ.

გუნდის ავტობუსი აეროპორტში ათასობით გულშემატკივარმა გააცილა. გენიალური პერფომანსი მძლავრი სალუტის თანხლებით გამართეს.

განმეორებითი მატჩის წინ „რივერ პლეიტის“ ქომაგები „ბოკას“ ავტობუსს თავს დაესხნენ, რის გამოც „ხუნიორსის“ რამდენიმე ფეხბურთელი დაშავდა.

ამის შემდეგ კონმებოლმა თამაში მადრიდში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადაიტანა, თამაში 9 დეკემბერსაა დაგეგმილი. თუმცა მატჩი შეიძლება არც შედგეს, რადგან „რივერი“ ევროპაში თამაშის წინააღმდეგია.

პირველი მატჩი „ბოკას“ სტადიონზე 2:2 დასრულდა.

ტეგები: ბოკა-ხუნიორსი ლიბერტადორესის თასი რივერ-პლეიტი სპორტი

მსგავსი თემები