LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერია: პოლიტიკოსმა, რომელმაც ხალხს ვერ აპატია, რომ არ აირჩიეს, ქვეყნას არ ააშენებს

197
BeFunky-collage (1)

პოლიტიკოსმა, რომელმაც ხალხს ვერ აპატია, რომ არ აირჩიეს, არ შეიძლება იყოს ის, ვინც ააშენებს ქვეყნის მომავალს, – ასე შეაფასა ,,ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადებები. ბოკერია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების შენარჩუნებაში უნებლიედ უწყობს ხელს.

მისი თქმით, სააკაშვილმა გასული არჩევნები მის ჩამოსასვლელად ჩატარებულ რეფერენდუმად აქცია და პოპულისტური გზავნილები გაავრცელა.

„ანუ ის გზავნილები გააჟღერა, რომელიც მერე უსინდისოდ გამოიყენა ივანიშვილის პროპაგანდამ ხალხის შესაშინებლად  უთხრეს, რომ არეულობა მოდის. მაშინაც შეუგნებლად დაეხმარა ქვეყნის მთავარ საფრთხეს ივანიშვილს. ეს მოდის აქედან: “ან მე უნდა ვიყო, ან ქვა ქვაზე ნუ ყოფილა, იყოს მაშინ ივანიშვილი”. ეს დამოკიდებულება არის უპატიებელი. პოლიტიკოსმა, რომელმაც ხალხს ვერ აპატია, რომ არ აირჩიეს, არ შეიძლება იყოს ის, ვინც ააშენებს ქვეყნის მომავალს”- ამბობს ბოკერია

მისივე თქმით, არჩევნების გარეშე ხელისუფლების შეცვლა საფრთხეების მომტანია ქვეყნისთვის.

,,სააკაშვილმა რამდენი სისულელეც არ უნდა თქვას, პასუხისმგებელი ივანიშვილია, რადგან ის უბიძგებს ქვეყანას რადიკალიზაციისკენ. მაგრამ ჩვენ არ უნდა გადავაჩეხინოთ ქვეყანა და მშვიდობიანად გავუშვათ არჩევნებით”,- განაცხადა ბოკერიამ

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/661642770992452/

 

შეგახსენებთ, გუშინ, „მთავარ არხზე“ ნიკა გვარამიასთან და ეკა კვესიტაძესთან გადაცემაში მიხეილ სააკაშვილმა ყოფილი თანაგუნდელი გააკრიტიკა და თქვა, რომ ,,გიგა ბოკერია არის ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები