LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლნისში 50 წლის მამაკაცმა ცოლი ცემით მოკლა

152
ქალთა მიმართ ძალადობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლნისში 50 წლის მამაკაცი ცოლზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუხლით დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 12 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1981 წელს დაბადებულ ს.ი.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ქალმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

მას ბრალი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა – 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობსოჯახის წევრის მიმართ  ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები