LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 1 წელში, საქართველოში სასტუმროებში განთავსება 19%-ით გაიაფდა

90
shutterstock-559774297-1

კვლევითი ორგანიზაცია Policy and Management Consulting Group – PMCG ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც ქვეყანაში არსებულ სასტუმრობის ფასებზე საუბრობს.

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, 2%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი შემცირდა 4.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები გაიზარდა 5.3%-ით.

2021 წლის იანვარში, 2020 წლის იანვართან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 19.2%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 18.5%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.7%-ით შემცირდა.

2021 წლის იანვარში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 118 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 188 ლარი, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა -72 ლარი, ხოლო 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა – 324 ლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები