LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო 2 დღეა, მმართველმა რუსულმა პარტიამ რუსული პროპაგანდა და უკრაინაზე თავდასხმები გააძლიერა“ – ენმ-ში კობახიძის ბრალდებებს უპასუხეს

61
ნუგზარ წიკლაური

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იგრძნოს პასუხისმგებლობა და დაასრულოს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციები“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რითაც მან მმართველი გუნდის მიერ პარტიის მისამართით გაკეთებულ ბრალდებებს უპასუხა.

ენმ-ს ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ნუგზარ წიკლაურმა უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და თქვა, რომ ბოლო 2 დღეა, მმართველმა რუსულმა პარტიამ და მისმა ლიდერებმა, უკრაინის წინააღმდეგ ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოორდინირებული, სრულიად აშკარა რუსული პროპაგანდა და თავდასხმები გააძლიერეს.

კობახიძე: ენმ-ს „წარმატებული“ ვიზიტის შემდეგ, უკრაინის თანამდებობის პირებმა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე ღიად დაიწყეს საუბარი

ენმ-ს წევრის თქმით, საქართველოში ნებისმიერ ესკალაციაზე საუბარი საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული, რასაც მმართველი პარტია ემსახურება.

„რუსული პარტიის ლიდერები დაუფარავად მისტირიან დსთ-ს და მზად არიან რუსულ ევრაზიულ კავშირში შესასვლელად, რაზეც ამ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა და რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თაობების ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში დარჩა მხოლოდ სამი ქვეყანა, რომელიც უკრაინაში რუსეთის არაადამიანურ აგრესიას მხარს უჭერს და ესენია: რუსეთი, ბელარუსი და საქართველო.

„საქართველოს არჩევანი, ისტორიული და მორალური ვალია თავისუფალი სამყაროს გვერდით დადგომა, რაც მშვიდობიანი დეოკუპაციის მთავარი და ერთადერთი წინაპირობაა. ხელისუფლება ამას არ აკეთებს, რაც რუსული „ოცნების“ მარიონეტული პოლიტიკის გამოხატულებაა.“– აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები