LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში ეროვნული ვალუტა 10 თეთრით დაეცა

159
ff3ce7130254e395bd3508297e8e4e80

ლარი გაუფასურებას კვლავ განაგრძობს – ბოლო 24 საათში ეროვნული ვალუტა 10 თეთრით გაიაფდა.

ამჯერად, ერთი დოლარის ფასი 3 ლარი და 18 თეთრია. კიდევ უფრო მაღალია კურსი კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში.

შექმნილი სიტუაციის გამო საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს, სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარს გაყიდის.

“საქართველოს ცენტრალური ბანკი, ფინანსთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მომავალში, რომ შენარჩუნებული იქნას როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ასევე ფინანსური წონასწორობა. გარდა ამისა, ეს არის კონტაქტები ჩვენს საფინანსო საერთაშორისო პარტნიორებთან. უპირველეს ყოვლისა ეს არის სავალუტო ფონდი, რომელთაც ჩვენ პროგრამა გვაქვს და საუბარი არის, რომ დაფინანსება აღდგეს,” – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები