აშშ-ში კორონავირუსის ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი 45 242 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„როიტერსი“ცნობით, აშშ-ში ეპოდემიის გავრცელების დროიდან დღემდე, საერთო ჯამში, დაინფიცირდა სულ მცირე 2 მილიონზე მეტი და დაიღუპა 125 000-მდე ადამიანი.

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19 ის 46 960 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით გარდაცვალების 990 ფაქტი დაფიქსირდა. დღემდე ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 1 274 974 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 55 961 ადამიანი.

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 500 000-ს გადააჭარბა.

მსგავსი თემები