LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 293 ადამიანი აიცრა

233
download

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 293 ადამიანი აიცრა.

მათივე ცნობით, 20 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 090 036 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 103 141 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 38.8 %. სრულად ვაქცინირებულია 978 208 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.3%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები