LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ინფიცირების ახალი მაჩვენებელი 153-ს შეადგენს

104
1197650767.jpg.0

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 312 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 223 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 089 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 153 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 655 098-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 237 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 037-მდე.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 807 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 153 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 76 შემთხვევა, აჭარა – 9, იმერეთი – 23, ქვემო ქართლი – 11, შიდა ქართლი – 5, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 8, კახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 228 საიდანაც, 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 167, აჭარაში – 8, იმერეთში – 74.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 პირი, მათ შორის, თბილისში – 47, აჭარაში – 6, იმერეთში – 9. 935 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 0.87%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები