LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსს 5, რუსეთში კი 119 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

171
489ed1e2-e87a-4286-b66e-ecf3db8bddb6-640

ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსს 5 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე “კოვიდ-19”-ის 17,000 ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. გარდაცვლილია 269 ადამიანი.

სიტუაცია რთულია რუსეთშიც, სადაც  ახალ კორობავირუსს ბოლო 24 საათში 119 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში კი, “კოვიდ-19” უკვე ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა რიცხვი მზარდია თურქეთსა და აზერბაიჯანშიც, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 9 570 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 115.

აზერბაიჯანში ვირუსისგან 5 309 ადამიანი განიკურნა. ქვეყნის რამდენიმე ქალაქში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინის წესები გამკაცრდა.14 ივნისის ღამის 12:00 საათიდან 16 ივნისის დილის 6:00 საათამდე რამდენიმე ქალაქში სრული იზოლაცია გამოცხადდა.

ეს ქალაქებია: ბაქო, განჯა, სუმგაითი, ლენქორანში, ევლახი, ისმაილი, ქურდამირი და სალიანი.

რაც შეეხება თურქეთს, წინა დღესთან შედარებით ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 1 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით, 264-ით მეტია. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 176 677 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ასევე, გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში „კოვიდ-19“-ით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ს 4 792 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თურქეთში ივნისის დასაწყისში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები