LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 4 თვეში, საქართველომ 244.6 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილები შეიძინა

45
ship-car-another-state-8e279c5ae3327741.jpeg

2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 928.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 198.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (19.6 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 2 730.0 მლნ. აშშ დოლარს (10.1პროცენტით მეტია). ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (198.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (159.6 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (152.2 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (490.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (316.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (227.0 მლნ. აშშ დოლარი).

ამასთან, 2021 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 72.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (594.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (476.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (425.6 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 264.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 125.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 111.4 მლნ. აშშ დოლარით (9.3 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 244.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 196.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 190.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.0 პროცენტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები