LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 7 თვეში, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 62 ფაქტი გამოვლინდა და 26 642 ფარმაცევტული პროდუქტის კონფისკაცია მოხდა: რეგულირების სააგენტო

81
1

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2021 წლის იანვრიდან დღემდე 26 642 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის კონფისკაცია მოახდინა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლი პერმანენტულად ხორციელდება. განსაკუთრებით დიდი ყურადღება კი სწორედ პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევას ექცევა.

?  2021 წლის იანვრიდან დღემდე, სააგენტომ უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 62 ფაქტი გამოავლინა და 26 642 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტის კონფისკაცია მოახდინა;

?  მხოლოდ ივლისში, სააგენტომ ერთ-ერთ აფთიაქში, საოფისე მაგიდაში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში 17 დასახელების 2 485 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი აღმოაჩინა;

?  ასევე აღმოჩნდა კომპიუტერის ქეისში გადამალული 358 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტი.

“სააგენტო ახდენს აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევას და დალუქვას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კი ეგზავნება სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის.” – აცხადებენ რეგულირების სააგენტოში.

პოპულალურები