LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო შეტყობინება მისი გულის ცემის შეწყვეტამდე ჩემთან იყო გამოგზავნილი… – სააკაშვილი ნიკა რურუაზე

705
78104411-2885039514859744-3971440663861395456-n

კულტურის ყოფილი მინისტრის და “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა რურუას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს ნიკა რურუას წლისთავია. იმ ხალხს მინდა შევახსენო, ვისაც ნაციონალობა “უტყდება”, რომ ამ მასშტაბის და გავლენის ინტელექტუალური ფიგურა ძალიან იშვიათად მოიძებნება საქართველოს უახლოეს ისტორიაში და ის სწორედაც რომ ამაყი ნაციონალი იყო. განსაკუთრებით ცუდია, რომ მისი ძმა ჟორიკა, რომელიც სწორედ ნიკას გარდაცვალების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა, ახლა ჩადებული იარაღის გამო ივანიშვილის ტყვეა. ნიკას ბოლო სატელეფონო შეტყობინება მისი გულის ცემის შეწყვეტამდე ჩემთან იყო გამოგზავნილი და ის ასე ჟღერდა “შევაკვდებით და ამათ ქვეყანას არ დავუთმობთ”. მინდა გავიმეორო “შევაკვდებით და ამათ ქვეყანას არ დავუთმობთ” – წერს სააკაშვილი.

ნიკა რურუა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან.

პარლამენტის წევრობისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი იყო, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე.

 

ნიკა რურუა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსების იდეის ავტორია. იდეის განხორციელება, თანამოაზრეებთან ერთად, 2006 წელს შეძლო. ამავე წელს საქართველოს ეროვნული გმირის, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სამშობლოში გადმოსვენების და მთაწმინდის პანთეონში მისი დაკრძალვის პროცესს უხელმძღვანელა.

2009 წლის 9 დეკემბერს ნიკოლოზ რურუა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი გახდა. ეს თანამდებობა მას 2012 წლის 25 ოქტომბრამდე ეკავა.

ნიკა რურუა ზანდუკელის ქუჩაზე, საკუთარ სახლში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები