ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ბოლო წლებში ისევ აღზევდა. ამას ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” იმ წარმომადგენლებს აბრალებს, რომლებმაც შეცდომები დაუშვეს.

“ისევ აღზევდა ეს ძალა. ეს არის ეროვნული ინტერესების საფრთხე… ნაციონალური მოძრაობა ეს არის რადიკალური ოპოზიცია, დესტრუქციული ძალა, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ოცნების გარკვეულ მმართველებს, რომლებმაც შეცდომები დაუშვეს, ამაში წვლილი მიუძღვის,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა “იმედის” ეთერში.

ის ამბობს, რომ ახლა შეცდომები გააზრებულია და პარტია მის გამოსწორებას ეცდება.

მსგავსი თემები