LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორელი: საქართველოსთვის ევროპული გზა შესანიშნავად გაიწერა, ნუ მივცემთ დაბალ შეფასებას, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და იმუშავეთ ამაზე

79
ჟოზეფ ბორელი

„რამდენიმე კვირის წინ არავინ მოელოდა, რომ ევროკომისიის მოსაზრება ცხადად გაამაგრებდა საქართველოს ევროპულ გზას, ახლა უკვე პროგრამა შესასრულებელია, არის ცხადი ამოცანა და გრაფიკი“, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა ჯოზეფ ბორელმა ​ევროკავშირის საგარეო მინისტერიალზე განაცხადა.​

მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია

ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ამ ეტაპზე არ უჭერს – “წევრობის საკითხს პირობების შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით“

როგორც ბორელმა აღნიშნა, საქართველოსთვის ევროპული გზა შესანიშნავად გაიწერა, ხოლო ევროკავშირის მოსაზრება მოლდოვაზე, უკრაინასა და საქართველოზე არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

„ეს არის ცხადი მტკიცებულება, რომ ევროკავშირი მზად არის დახმარებისთვის, რომ მიიღოს მეზობლები, ვისაც ჩვენთან შემოერთება სურს. ეს მოსაზრება არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპულ გზაზე საქართველოსთვის.

რამდენიმე კვირის წინ არავინ მოელოდა, რომ ევროკომისიის მოსაზრება ცხადად გაამაგრებდა საქართველოს ევროპულ გზას. ახლა უკვე შესასრულებელია პროგრამა, არის ცხადი ამოცანა და გრაფიკი.

საქართველოსთვის ევროპული გზა შესანიშნავად გაიწერა. ჩვენ ვიმუშავებთ საზოგადოებასთან, რომ გამოყენებული იყოს ეს შესაძლებლობა. საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი და გამხნევებული უნდა იყოს. არის პოზიტიური მოსაზრება. საუბარია წევრობაზე ზოგიერთი პირობით.

ეს არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. ნუ მივცემთ დაბალ შეფასებას, მოდით, ვიმუშაოთ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და იმუშავეთ ამაზე.“– განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ღარიბაშვილი: ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის და არც მოლდოვის