ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე 60 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ ნაჯახით თავის არეში მიყენებული ჭრილობით დაიღუპა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გვამს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. მკვლელობა სავარაუდოდ, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  მომხადრზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში საქმე გახსნა, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

შსს-ის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

მსგავსი თემები