LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბორჯომს მეც დავლევ“ – გერმანელი ტურისტის სოლიდარობა საქართველოს

206
collage

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ე.წ ტურისტული ემბარგო დაგვიწესა, სოციალურ ქსელში საქართველოს მხარდამჭერი პოსტები არ წყდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი გვიერთდება, სოლიდარობას გვიცხადებს და ამბობს, რომ „რუსეთი ოკუპანტია“. სწორედ ერთ-ერთი ასეთია გერმანელი Maximilian Becher.

მან ჯგუფში Spend Your Summer in Georgia საკუთარი ფოტო და მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც შემდეგს წერს: „მე ვარ გერმანიიდან და ჩემი საყვარელი ქვეყნის, საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. #ბორჯომს მეც დავლევ !“.

გერმანელი ტურისტის აღნიშნულ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ დროისთვის მას 11 ათასზე მეტი მოწონება, 230 კომენტარი და 622 გაზიარება აქვს. ქართველები Maximilian Becher‎ -ს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან.

Facebook-ზე კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“ მიმდინარეობს

ჯგუფი 22 ივნისს შეიქმნა და ამ 2 დღეში მასში უკვე 103 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში სპეციალური ჯგუფი, სახელწოდებით „გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“ ანუ Spend Your Summer in Georgia 22 ივნისს შეიქმნა და აქ როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელები აქტიურობენ. ჯგუფში ქართველი მომხმარებლები წერენ რეკომენდაციებს, იწვევენ ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. აქვე არიან უცხოელებიც, რომლებიც უკვე სტუმრობდნენ საქართველოს და მადლიერების ნიშნად ჩვენთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ. უცხოელების ნაწილი კი წერს, რომ სწორედ წელს გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას და იღებს რჩევებს, სად რა ფასად დაისვენოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები