LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში დიდი ხიდის რეაბილიტაციაზე 167 193 ლარი დაიხარჯა

200

ბორჯომში ე.წ. დიდი ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ხიდზე მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ახალი გზის სამოსი და ტროტუარები, განხორციელდა ბურჯების, მოაჯირებისა და არსებული მილსადენის შეღებვა-შელესვის სამუშაოები, ხიდთან გამავალ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებთან კი მოეწყო სპეციალური დამცავი ბადეები.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით მიმდინარეობდა და სამუშაოებისათვის 167 193 ლარი დაიხარჯა.

ცნობისთვის, ე.წ. დიდი ხიდი ცენტრალურ მაგისტრალს ქალაქის მთავარ ქუჩებთან აკავშირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები