LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში პლატოს ტერიტორიაზე სანიტარული ჭრები გრძელდება

92
76940277-430561907874558-3823459180585418752-n

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბორჯომში პლატოს ტერიტორიაზე სანიტარულ ჭრებს აგრძელებს, რომლის დანიშნულებაც დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღებაა. ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება განაპირობებს მავნებელ-დაავადებების გავრცელებას.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო სანიტარული ჭრების პარალალურად ჭრა გავლილი ფართობების აღდგენის ღონისძიებებსაც ახორციელებს.

სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში მასიურადაა გავრცელებული მავნებელი-მბეჭდავი ქერქიჭამია (Ipstypographus), რომელიც  ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხე-ტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი.

სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე (ახალციხის, ასპინძა-ახალქალაქის, ადიგენის, ბორჯომისა და ბაკურიანის ტყეებში), 26 000 ჰა ფართობზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2011 წელს განხორციელდა ტყეებში მავნებლის გავრცელების შესწავლა. მიღებული დასკვნების საფუძველზე დაიგეგმა ბრძოლის ღონისძიებები. 2013 წლიდან მთელ ტერიტორიაზე ხდება ფერომონიანი მწერმჭერების განთავსდა, მუდმივად ტარდება მონიტორინგი, მწერმჭერებში მავნებლის შეგროვება და განადგურება. სულ 2013-2019 წლებში დაჭერილი და განადგურდა 15 მილიონამდე ქერქიჭამია.

აღნიშნული ღონისძიება გაგრძელდება 2020 წელსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები