LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოროტების სისტემას აქვს თავისი ცენტრალური არტერია – სალომე სამადაშვილი თეა წულუკიანს მიმართავს

131
samadashvili

„როდესაც გავრცელდა ხმა, რომ თქვენ გიპირებდნენ დაკავებული პოსტიდან მოხსნას, სიმართლე გითხრათ არ დავიჯერე, რომ ეს შესაძლებელი იყო, რადგან ბოროტების სისტემას აქვს თავისი ცენტრალური არტერია, თავისი გული და სული,”- ასე მიმართა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელსაც მეორე დღეა პარლამენტში უსმენენ.

სალომე სამდაშვილმა თეა წულუკიანს კაბელების საქმე” შეახსენა და განაცხადა, რომ მისგან მორალის კითხვა მიუღებელია.

“ბიძინა ივანიშვილის ბოროტების სისტემა და მმართველობის რეჟიმი ემყარება დღეს სწორედ თეა წულუკიანის საქმიანობას. ამიტომ ვიდრე ივანიშვილი იქნება ამ ქვეყნის მმართველი, თეა წულუკიანიც, რა თქმა უნდა, დაიკავებს იუსტიციის მინისტრის პოსტს. თეა წულუკიანი შეუცვლელია არა მისი ღირსების, არამედ სწორედ უღირსი გადაწყვეტილებების გამო.

როდესაც ვინმეს მორალს წაუკითხავთ, მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ ბრძანდებით ის პოლიტიკოსი, რომელმაც საკუთარი თანაგუნდელები, პოლიტიკური მოკავშირეები, ის ხალხი ვისთან ერთადაც იბრძოდი, გაწირეთ, მგლის ხახაში ჩააგდეთ, „კაბელების საქმეს“ ვგულისხმობ, თქვენი თანაგუნდელები გახდნენ მსხვერპლი ივანიშვილის რეჟიმის და ხმა არ ამოგიღიათ. ასე, რომ მორალს ნურავის წაუკითხავთ მომავალში,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები