LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოთლის თავსახური საყურედ – ბალენსიაგა ჩვენს გაოცებას აგრძელებს

4165
balensiagas botli

ლურჯი და მრგვალი ბოთლის თავსახური, რომელიც არაფერში გამოიყენება, ბალენსიაგამ მოდურ და ძვირადღირებულ საყურედ აქცია.

საყურე იტალიაში ლურჯი პლასტმასისგანაა დამზადებული. ბოთლის თავსახურის ფორმის საყურე ჭანჭიკის ფორმის ვერცხლის საკიდით ბოლოვდება. საყურის ფასი 447,05 ევროა და ეს ფასი ალბათ გამართლებულია მაშინ, როცა თავსახურს შიგნიდანაც და გარედანაც ბალენსიაგა აწერია.

გარდა მოდურობისა, ამ საყურის შეძენასთან ერთად, ბალენსიაგა მსურველებს სთავაზობს ეკო-მეგობრულები იყვნენ და პლასტმასის ბოთლები უფასოდ გასცენ.

 

 

შეგახსენებთ,  “ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა. ბალენსიაგაში სწორედ მისი მოსვლის შემდეგ დაიწყო ახალი ერა, რომელიც 90-იანების საქართველოთია შთაგონებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები