LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილიის რამდენიმე ციხეში შეტაკებებს 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა

72
ბრაზილიააა

ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე ციხეში არეულობის შედეგად 40 ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ BBC წერს.

ბრაზილიის პენიტენციური სამსახურის ცნობით, გარდაცვლილი პატიმრები ამაზონასის შტატის ქალაქ მანაუსის სამ ციხეში აღმოაჩინეს. მანამდე ერთი დღით ადრე ამავე ქალაქის კიდევ ერთ ციხეში მსჯავრდებულებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 15 პატიმარი ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არეულობა ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების შედეგია.  მსჯავრდებულების გარდაცვალების მიზეზად ასფიქსია სახელდება.

ბრაზილიის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, შექმნილ ვითარებასთან გასამკლავებლად ციხეებში ფედერალური ძალებია გაგზავნილი.