LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილიის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი დააპატიმრეს

87

ბრაზილიაში ნავთობის მაგნატი ეიკე ბატისტა დააკავეს. ბიზნესმენი რიო დეჟანეიროს მაღალი უსაფრთხოების ციხეში “ერი ფრანსოში” გადაიყვანეს.

მას ბრალად ედება რიოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის, ქრთამის სახით, მილიონობით დოლარის გადახდა.

ბრაზილიის ყველაზე მდიდარი ადამიანი ბრალდებებს უარყოფს.

ეიკე ბატისტამ პირობა დადო, რომ დაეხმარება ბრაზილიის ხელისუფლებას კორუფციის აღმოფხვრაში, რაც ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებულია.

“მე სამართლის განკარგულებაში ვარ და როგორც რიგითი ბრაზილიელი ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემი როგორც მოქალაქის ვალდებულებაა”, – განაცხადა ბატისტამ დაკავებისას.

მაგნატი პოლიციამ ბრაზილიაში ჩაფრენისთანავე, აეროპორტში დააკავა.

2012 წლის ფორბსის მონაცემებით, ეიკე ბატისტას ქონება 32 მილიარდს შეადგენს.

 

თამთა უთურგაშვილი