LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ არა იმ პატრიოტების აქცია “შეიწყალე” ამ მოთხოვნით, რომ ათენებენ ზურაბიშვილის სახლთან, დღეს არ იქნებოდა ალტერნატიული აქცია “არ შეიწყალო” და არც ზურაბიშვილი გაუშვებდა “რუსულ გემბანზე ზოგიერთს” – თაკო ჩარკვიანი

219
თკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი პრეზიდენტის რეზიდენციასთან დღეს მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“.

„ასეა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ არა იმ პატრიოტების აქცია “შეიწყალე” ამ მოთხოვნით, რომ ათენებენ ზურაბიშვილის სახლთან, დღეს არ იქნებოდა ალტერნატიული აქცია “არ შეიწყალო” და არც ზურაბიშვილი გაუშვებდა “რუსულ გემბანზე ზოგიერთს” და არც დღევანდელი მკვეთრი მესიჯები იქნებოდა ზურაბიშვილისგან ხელისუფლების მისამართით.

ყოჩაღ ამ პატრიოტ ხალხს ” 5 -10 კაციან ჯგუფს” რომ ეძახის “ზოგიერთი კონფორმისტი“ , დიახ 5 და 20 ვაჟკაცია ხოლმე საკმარისი მოქმედებისთვის, მაგალითისთვის.

აბა, როდის იყო “ბევრი გარიგებული და ” კომფორტს დახარბებული” შედეგის მომტანი ქვეყნისთვის, “უნახავმა რა ნახაო” ხომ გაგიგონიათ ასეა ზოგიერთის საქმე …. ჰოდა პატრიოტებს, პატიოსნებს ნამდვილებს გაუმარჯოთ!“. – წერს თაკო ჩარკვიანი.

პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს: აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს ავრცელებენ,  2007-ში სად იყვნენ?

პრეზიდენტი ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე: რას ერჩოდნენ მიშას, რომ აქეზებდნენ? მისი ჩამოსვლა ორივე ძალას აწყობდა, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს

პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე: „მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები