LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრძოლისუნარიანად არის განწყობილი, მაგრამ მისი ჯანმრთელობა სერიოზულად ზარალდება“ – ლიზა იასკო სააკაშვილის მონახულების შემდეგ

249
ლიზა იასკო

„ვფიქ­რობ, სი­ტუ­ა­ცია სე­რი­ო­ზუ­ლად უა­რეს­დე­ბა, რად­გან მე­ო­რე კვი­რაა შიმ­ში­ლობს. მან 12 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი და­იკ­ლო. ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნად არის გან­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მისი ჯან­მრთე­ლო­ბა, უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად ზა­რალ­დე­ბა,“ – ამის შე­სა­ხებ რა­დას დე­პუ­ტატ­მა ლიზა იას­კომ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დღეს რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მე­ო­რედ მო­ი­ნა­ხუ­ლა.

მისი თქმით, ის, რომ სააკაშვილს 12 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი აქვს დაკ­ლე­ბუ­ლი წო­ნა­ში, ეს უკვე ძა­ლი­ან შე­სამ­ჩნე­ვია.

პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს, ამჟამად უტარდება მკურნალობა, იმყოფება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ

„ამას მთე­ლი მსოფ­ლიო თვალ­ყურს ადევ­ნებს, გა­კეთ­და უამ­რა­ვი გან­ცხა­დე­ბა, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მხრი­დან, სხვა­დას­ხვა პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბის მხრი­დან იმის შე­სა­ხებ, რომ ყვე­ლა ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლია იმით, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და და რომ ის უკა­ნო­ნოდ და­ა­პა­ტიმ­რეს.

სა­ჭი­როა მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის­თვის ბრძო­ლა. ეს სა­კი­თხი ყვე­ლა ქარ­თველს ეხე­ბა და ყვე­ლას, ვინც მხარს უჭერს მი­ხე­ილს. ასე­თი ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან ბევ­რია,“ – აღ­ნიშ­ნა ლიზა იას­კომ.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან სწუხს სა­ქარ­თვე­ლო­ზე, არ­ჩევ­ნებ­ზე, ხალ­ხზე, მო­მა­ვალ­ზე. „მას ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა,“- გა­ნა­ცხა­და იას­კომ.

პოპულალურები