LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი ქალიშვილის დაბადების დღისთვის ემზადება – შაილოს 14 წელი უსრულდება

882
bradshilonews

27 მაისს პიტისა და ჯოლის ქალიშვილს – შაილოს 14 წელი უსრულდება. Us Weekly-ის რეპორტიორის განცხადებით ბრედ პიტს იმედი აქვს, რომ შაილო და-ძმასთან ერთად  სწორედ მის სახლში აღნიშნავს დაბადების დღეს, რადგან განქორწინების შემდეგ შვილებზე შენარჩუნებული მეურვეობის გათვალისინებით, სწორედ მასთან უნდა გაატარონ ბავშვებმა რამდენიმე კვირა.

მართალია, შაილო სახლში გეგმავს გრანდიოზული წვეულების მოწყობას, მაგრამ არც მამასთან სტუმრობაზე ამბობს უარს, მით უფრო, რომ პიტი სახალისო გართობის მოწყობას აპირებს უამრავი საჩუქრითა და სიურპრიზით.

გასულ წელს შაილომ დაბადების დღე ე.წ. ,,ინტერაქტიული თამაშების ოთახში” აღნიშნა და-ძმისა და მრავალრიცხოვანი მეგობრების წრეში. ,,ყველა ბრწინვალე განწყობაზე იყო, ბავშვებმა სადღესასწაულო ტორტი მიირთვეს და ილუზიონისტის შოუს დესწრნენ”, – აღნიშნა ინსაიდერმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ სპეციალურად წვეულებისთვის გასართობი ცენტრი რამდენიმე საათით დაიხურა.

ძველი კონფლიქტის მიუხედავად, ჯოლი არც ფიქრობს აუკრძალოს შვილს მამასთან დაბადების აღნიშვნა, მით უფრო, რომ კარანტინის პირობებში უმცროსი ბავშვები ხშირად სტუმრობენ მეზობლად დაბინავებულ მამას, უფროსი – მედოქსი და პაქსი კი, ნაკლებად ურთიერთობენ მასთან, რადგან მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ შეძლეს საერთო ენის გამონახვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები