LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის სახლი 44 მილიონად იყიდება (ფოტო)

478
aniston-bred-hos

ფეშენებეული სახლი ბევერლი-ჰილზში, სადაც ერთ დროს ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი ცხოვრობდნენ, გასაყიდად გამოიტანეს. სახლის ყიდვა ამჯერად 44 მილიონ ამერიკულ დოლარადაა შესაძლებელი. ის ბევერლი-ჰილზის მყუდრო უბანში მდებარეობს, 10 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და მის შემადგენლობაშია 5 საძინებელი, 13 აბაზანა, ღია აუზი, ტერასა და ჩოგბურთის კორტებია.

სახლი ბრედ პიტმა და ჯენიფერ ენისტომა 2000 წელს, ქორწილის შემდეგ იყიდეს და  მალევე იქ საცხოვრებლად გადავიდნენ. ყიდვის შემდეგ მეუღლეებმა სახლი გაარემონტეს. ამბობენ, რომ სახლის დიზაინის შექმნაში ბრედი და ჯენი აქტიურად იყვნენ ჩართულნი და ყველა დეტალი გათვალეს.

განქორწინების შემდეგ სახლი საინვესტიციო ფონდის ერთ-ერთ წარმომადგენელს მიყიდეს. ზოგადად კი ფეშენებელური ვილა 1934 წელსაა აშენებული და მისი მფლობელი ამერიკელი მსახიობი ფრედრიკ მარჩი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები