LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტმა ჩემი როლი არაჩვეულებრივად შეასრულა: ენტონი ფაუჩი

154
ენტონი 4545

“ბრედ პიტმა ჩემი როლი არაჩვეულებრივად შეასრულა”, – აცხადებს აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი.

“ვფიქრობ, მშვენივრად გაართვა თავი. მე ბრედ პიტის დიდი ფანი ვარ. ეს არის მიზეზი, რატომაც დავასახელე, რომ გამიხარდებოდა თუ ჩემს როლს ბრედ პიტი შეასრულებდა. ის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობია. მან საქმე მშვენივრად შეასრულა”, – ამბობს  79 წლის ენტონი ფაუჩი.

თვის დასაწყისში, წამყვანმა ალისინ კამეროტამ, ენტონი ფაუჩის ჰკითხა, რომელ მსახიობს აირჩევდა მისი როლის შესასრულებლად, ბენ სტილერს თუ ბრედ პიტს?

“რა თქმა უნდა, ბრედ პიტს”, – უპასუხა მაშინ ფაუჩიმ.

ფაუჩის არჩევანის შემდეგ ბრედ პიტმა ენტონი ფაუჩის როლი მოირგო და დონალდ ტრამპის გამოსვლებს უპასუხა. ვიდეომ მთელს მსოფლიოში დიდი მოწონება დაიმსახურა.

ვიდეო: ბრედ პიტმა ქვეყნის მთავარი ექიმის როლი მოირგო და დონალდ ტრამპს მიმართა

ცნობილი სატელევიზიო შოუს Saturday Night Live-ის შემქმნლებმა გადაწვყიტეს იუმორიით ეპასუხათ პრეზიდენტ დონალდ ტამპისთვის

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები