LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრექსიტის შეთანხმებას დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

232615671

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შეთანხმებული პროექტი ჩააგდო, რომელიც ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას ეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას  BBC ავრცელებს.

შეთანხმებას ხმა 202 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი, პარლამენტის 432 წევრი წავიდა. ასეთი დიდი ჩამორჩენით დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ისტორიაში მთავრობა არასოდეს დამარცხებულა. კენჭისყრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიცირებას მოახდეnს, მისი კაბინეტი მზად არის ამ საკითხის განხილვა და კენჭისყრა ხვალვე ჩაატაროს.

ოპოზიციური “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა ჯერემი კორბინმა კენჭისყრის შედეგებს მთავრობის კატასტროფული მარცხი უწოდა და ტერეზა მეის კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა წამოიწყო. თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს, კონსერვატორები ორი კვირის განმავლობაში უმრავლესობის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას შეეცდებიან, წარუმატებლობის შემთხვევაში კი, რიგგარეშე არჩევნები გამოცხადდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები