LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Brexit-ის შემდეგ, ბრიტანეთთან თავისუფალ ვაჭრობას მაინც შევინარჩუნებთ

45
07

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტის პროექტის განხილვის მიზნით, ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის (ბრექსიტის) პროცესიდან გამომდინარე, ორივე მხარის მიზანია, არ შეფერხდეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით მხარეთა შორის დარეგულირებული პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებულ იქნას ორმხრივი შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმება ბრიტანეთთან ურთიერთობებში ჩაანაცვლებს ასოცირების შეთანხმებას და ამასთან, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.

მხარეთა მიერ განხილულ იქნა მიმდინარე წლის იანვარში, ლონდონში კონსულტაციების პირველი რაუნდის შემდეგ დარჩენილი ღია საკითხები, მათ შორის საბაჟო, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და სხვა სფეროებში.

უწყების ინფორმაციით, მხარეთა მიზანია შეთანხმების საბოლოო ტექსტის შეჯერება უმოკლეს ვადაში, რითაც ბრექსიტის შემდგომ უზრუნველყოფილი იქნება არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები