LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიალიანტი, რომელიც 2 მილიონ დოლარამდე ღირს, პირდაპირ გამოფენიდან მოიპარეს

589
brilianti

იაპონიის პოლიცია ამ დრომდე ეძებს დამნაშავეს, რომელმაც 50 კარატიანი ბრილიანტი პირდაპირ საიუვილერო სავაჭრო შოუზე მოიპარა. 

საუბარია ბრილიანტის ქვაზე, რომელიც იოკოჰამაში სამდღიან გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. შოუში სხვადასხვა ქყვენის არაერთი კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის: რუსეთიდან, იაპონიიდან და ჩინეთიდან.

როგორც უცხოური მედია წერს, ქურდი გამოფენის ორგანიზატორებმა შენიშნეს. ისინი ამბობენ, რომ 50 კარატიანი ბრილიანტი ზუსტად მაშინ გაქრა, როცა ვიტრინასთან მდგომი მამაკაცი და ქალი შენიშნეს. 

თითქმის 2 მილიონ დოლარად შეფასებული ბრილიანტი ერთ-ერთ იაპონურ კომპანიას ეკუთვნოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები