LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიკორამა ბიზნესდაჯილდოება ,,ოქროს ბრენდის“ გამარჯვებულია

1346
golden brand

“ბრიკორამამ” ნომერ პირველი ოქროს ბრენდის სტატუსი მოიპოვა სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტების კატეგორიაში.

25 ივნისს, კომპანია Global Idea-სა და The FINANCIAL-ს მიერ გამართულ Golden Brand-ის რიგით მე-17-ე ცერემონიაზე Bricorama-მ უკვე მეოთხედ მიიღო #1 Golden Brand-ის ჯილდო.

ოქროს ბრენდი საქართველოში ერთ-ერთი მთავარი ბიზნესდაჯილდოებაა, რომლის გამარჯვებულებსაც დამოუკიდებელი ბიზნესექსპერტები და მომხმარებლები ღიად ირჩევენ. ,,ჩვენთვის საამაყოა, რომ უკვე მეოთხე წელია, მომხმარებლისთვის, სტაბილურად ვრჩებით, ხარისხის, სანდოობის, განსხვავებული და მრავალფეროვანი არჩევანის ნიშანი. გვიხარია, რომ  ჩვენი ექვსწლიანი საქმიანობის განმავლობაში მოვიპოვეთ ქართველი მომხმარებლების ნდობა და დაფასება. ასევე, დიდი მადლობა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს,“ – აცხადებს “ბრიკორამას” ფინანსური დირექტორი, კახაბერ სონიშვილი.

ცნობისთვის, ბრიკორამა პირველი ,,DIY“ ანუ აკეთე შენით ფორმატის ჰიპერმარკეტია საქართველოში, რომელიც 2016 წლიდან შემოვიდა ქართულ ბაზარზე. “ბრიკორამა” მომხმარებელს სთავაზობს 55 000 დასახელების პროდუქტს, რომელიც ერთიანდება ოთხ კატეგორიაში: მშენებლობა, რემონტი, ეზო და დეკორაცია.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები