LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელ მოგზაურს თბილისში ველოსიპედი მოპარეს

511
83408539-10221759333758653-6612929324238503936-o

ბრიტანელ მოგზაურს თბილისში ველოსიპედი მოპარეს. ამის შესახებ თავად მოგზაურმა ჯგუფ Spend 4 Seasons in Georgia-ში დაწერა.

როუან კემპბელი სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა. თბილისში ყოფნისას, ერთ-ერთ ჰოსტელში დაბინავდა. სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე დაკარგა ველოსიპედი მოგზაურმა.

“აქამდე მოსასვლელად, ერთი წლის განმავლობაში 11 ქვეყანა გამოვიარე და 7500 კილომეტრი გადავლახე და მინდა გავაგრძელო მოგზაურობა! მაგრამ თუ ველოსიპედს ვერ დავიბრუნებ ეს დასასრულს ნიშნავს, თუ ვინმემ სადმე ნახეთ ჩემი ველოსიპედი, გთხოვთ გამაგებინოთ. გმადლობთ!”,-წერს ბრიტანელი მოგზაური.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები