LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელი შობის დღეს უსახლკაროებს ბინას უფასოდ დაუთმობს

107

მას შემდეგ, რაც ლონდონში მცხოვრებმა  ლოურენს ლამეშმა ზამთარში ღამე ავტომობილში გაათენა, გადაწყვეტილება მიიღო, რომ თავისი ბინა შობას უფასოდ გააქირაოს. ბრიტანელის  მთავარი პირობა ასეთია: ბინა მხოლოდ უსახლკაროებმა უნდა იქირაონ. როგორც გამოცემა Mirror-ი წერს, ლამეშის 2-ოთახიანი ბინა კინგ-კროსის სადგურთან მდებარეობს.  ბინა საკამოდ  კეთილმოწყობილია: მას აქვს მისაღები ოთახი, საძინებელი, სამზარეულო და აბაზანა. მედიის ცნობით, როგორც წესი, მსგავსი ბინის დაქირავება თვეში 2 000 ფუნტი სტერლინგი ჯდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები