LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელი წყვილი პანდემიას დაუსახლებელ კუნძულზე გაექცა და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს

88
islandnews2021

ბრიტანელი წყვილი კორონავირუსის პანდემიას პატარა დაუსახელებელ კუნძულზე გაექცა. მათ ქვეყანა მკაცრი ლოკდაუნის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვეს.

ლუკ და სარა ფლანაგენები ირლანდიის ერთ–ერთ პატარა კუნძულზე გასული წლის 14 მარტს გადაბარგდნენ, ანუ მკაცრი რეგულაციების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე. წყვილს სურდა, რომ ცხოვრების მშვიდი რიტმი გამოეცადა და ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ რას დააღწიეს თავი.34 წლის ლუკმა და 36 წლის სარამ იზოლაციას თავი არაჩვეულებრივად გაართვეს და პანდემია მათთან ახლოსაც არ მისულა.

კუნძული, სადაც არც ელექტროენერგიაა, არც გაზი და არც წყალი (თუკი მდინარეს არ ჩავთვლით) ძირითადად სულ ცარიელია და მას ვიზიტორები მხოლოდ ზაფხულში თუ აკითხავენ. გასული ზაფხული ამ მხრივაც გამორჩეული იყო და ფლანაგენები არავის შეუწუხებია.

წყვილი მცირე ზომის კოტეჯში ცხოვრობს, თავს ისინი თევზის ჭერით და საკუთარი ბოსტნით ირჩენენ, მათ ყავთ ასევე ქათმები და არც ახალი კვერცხი თუ ხორცი აკლიათ. ზამთრის მარაგებისთვის წყვილმა ახლომდებარე კუნძულს მიაკითხა და საჭირო საკვები იქაც შეიძინა.

კუნძულზე გატარებულ დროს ისინი როგორც „არაჩვეულებრივ“ გამოცდილებას ასე აფასებენ და აღიარებენ, რომ ყველაფერი ძალიან მოსწონთ.

„დედას ვესაუბრე და მიჭირს იმის დაჯერება რაც მსოფლიოში ხდება. ჩვენ თითქოს ორ სხვადასხვა სამყაროში ვცხოვრობთ. კუნძულზე 14 მარტს ჩამოვედით, ანუ ლოკდაუნამდე ერთი კვირით ადრე და პანდემიის სიგიჟე მთლიანად გამოვტოვეთ. კოტეჯში ვცხოვრობთ, ვაგროვებთ წვიმის წყალს, გვაქვს მზის პანელები, რათა მცირე ენერგია მივიღოთ და ტელეფონები დავმუხტოთ,“ – ამბობს სარა.

წყვილი დასაბანად და ტანსაცმლის გასარეცხად სწორედ წვიმის წყალს იყენებს.

კუნძულზე მათთან ერთად ორი ძაღლიც ცხოვრობს, მათ ძალიან კარგი 4G ინტერნეტიც აქვთ, რათა ოჯახის წევრებთან კონტაქტი არ დაკარგონ.

„ძალიან უცნაური და თან დაუჯერებელია ის რაც მსოფლიოში ხდება. ჩვენთვის არც სოციალური დისტანცია, არც პირბადე, არაფერი არსებობს, ჩვენ კუნძულზე სრული სიმშვიდეა.“

„ცხოვრების რიტმი ნელია, თუმცა ძალიან სასიამოვნო. დღეებს სეირნობაში, ძაღლებთან თამაშში, საკვების მოყვანასა და ახალი უნარების ათვისებაში ვატარებთ.“

„ეს გამოცდილება ყველასთვის არაა, თუმცა ჩვენ ძალიან მოგვწონს.“

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები