LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა ბაბუამ ხანგრძლივი კომის შემდეგ გაიღვიძა და კორონავირუსი დახვდა

128
britishgrandfcvd

69 წლის ბრაიან ჰარვიმ კომაში იმდენი კვირა გაატარა, რომ გაღვიძებულს სრულიად შეცვლილი სამყარო დახვდა. სინამდვილეში ბრიტანელი თავადაც COVID-19–ით იყო დაავადებული, თუმცა როდესაც ცუდად გახდა მას უბრალოდ პნევმონია აწუხებდა და წარმოდგენაც არ ქონდა რომ საშიში ვირუსი შეეყარა.

პენსიონერი კორონავირუსით მარტში დაინფიცირდა და საავადმყოფოში მოხვედრისას მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ არაფერი იცოდა.

როდესაც 6 შვილიშვილის ბაბუა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დააწვინეს, მაშინ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 5000–მდე შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მამაკაცი კომიდან 4 კვირის შემდეგ გამოვიდა, თუმცა შემდეგი კვირებიც მძიმე მდგომარეობაში იყო და მასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა.

რამდენიმე დღის წინ ბრაიანი გონზე მოვიდა და ოჯახს მისი ნახვის უფლება მისცეს. შვილებს მამისთვის სრულიად ახალი რეალობის ახსნა მოუხდათ.

„როდესაც მამამ გაიღვიძა, კორონავირუსის შესახებ წარმოდგენაც კი არ ქონდა. მოგვიწია იმის ახსნა, რომ მთელი მსოფლიო ინფიცირებულია და ყველაფერი დაკეტილია.“ – იხსენებს ბრაიანის ქალიშვილი ფაია.

ბრაიანის გამოჯანმრთელება ოჯახისთვის ნამდვილი სასწაული იყო. მედიკოსებს ყველანაირი იმედი გადაწურული ქონდათ და მამაკაცის გამოფხიზლება მათთვისაც დაუჯერებელი იყო.

მადლიერმა ოჯახმა საავადმყოფოს 6 ათასი ფუნტი უსახსოვრა და ეს თანხა სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები