LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა ტელეწამყვანმა თავი მოიკლა

664
caroline-flack-1581791277

რეალითი-შოუს „სიყვარულის კუნძულის“ ყოფილი წამყვანი, 40 წლის კეროლაინ ფლეკი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ფლეკის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ტელევარსკვლავმა თავი მოიკლა.

„კეროლაინ ფლეკი 15 თებერვალს გარდაიცვალა. ვთხოვთ პრესის წარმომადგენლებს, დაიცვან ოჯახის უფლებები ამ რთულ დროს და არ სცადონ ჩვენთვის ფოტოების გადაღება“, – ნათქვამია ტელეწამყვანის ოჯახის განცხადებაში.

„სიყვარულის კუნძულის“ გარდა ფლეკს ბრიტანულ ტელევიზიაზე პროექტი The X Factor-იც მიჰყავდა, 2014 წელს კი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ კონკურსში გაიმარჯვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები