LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის დედოფალმა თავისი ოთახიდან ჰარისა და მეგანის საერთო სურათი აიღო

3813
PRC-91755918

ელიზაბედ II-მ თავისი მისაღები ოთახიდან პრინცი ჰარის და მეგან მარკლის საერთო სურათი აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას daily mail ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გასულ წელს Hello Magazine-ის მიერ დედოფლისთვის გადაღებულ ფოტოში, მაგიდაზე დადებული პრინცი ჰარის და მეგან მარკლის საერთო სურათი ჩანს.

განსხვავებით 2018 წლისგან, რამდენიმე დღის წინ გადაღებულ ფოტოებში ჩანს რომ დედოფალს მაგიდაზე პრინცი ჰარის და მეგან მარკლის საერთო სურათი აღარ უდევს. დედოფალს სურათები, 22 ოქტომბერს, ლაკიშა გრატთან შეხვედრისას გადაუღეს.

როგორც უცხოური გამოცემები აღნიშნავენ, შესაძლოა, დედოფალმა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის საერთო სურათი ოთახიდან მათი უკანასკნელი ინტერვიუს გამო აიღო.

ახალ დოკუმენტურ ფილმში, Harry & Megan: An African Journey, პრინცი ჰარი დიდი ბრიტანეთის დატოვებასა და სამუდამოდ აფრიკაში ცხოვრებაზე საუბრობს.

,,დედა დავკარგე, ახლა კი ვუყურებ როგორ ხდება ჩემი ცოლი იგივე ძალების მსხვერპლი” – ვის უჩივის პრინცი ჰარი სასამართლოში

მეტიც, ITV-სთან ინტერვიუში პრინცი ჰარი აღიარებს, რომ ის და მისი ძმა უილიამი ახლა “სხვადასხვა გზით მიდიან”. ამავე ინტერვიუში მეგან მარკლი მის შესახებ ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება. საუბარია იმაზე, რომ მას ქეით მიდლტონთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

მეგანი აღიარებს, რომ გასული წელი მისთვის ძალიან მძიმე იყო. ცოტა ხნის წინ, პრინცმა ჰარიმ რამდენიმე ინგლისურ ტაბლოიდსაც უჩივლა, მეგან მარკლიზე არასწორი ინფორმაციების გავრცელების გამო.

ტყუილად ნუ აბულინგებთ - ჯეიმს ბლანტმა ჯარის მეგობარი პრინცი ჰარი დაიცვა

მეგანისა და ჰარის გარშემო არსებულ კრიტიკას და მედიასაშუალებებში მათ შესახებ გაშუქებულ ამბებს მომღერალი ჯეიმს ბლანტი გამოეხმაურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები