LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მეგან მარკლს დაბადების დღეს ულოცავს

250
31541194-0-image-a-13-1596527546290

სასექსის ჰერცოგინიას დღეს 39 წელი შეუსრულდა. მეგანი დაბადების დღეს ლოს-ანჯელესში, ოჯახთან ერთად აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ მეგანმა და ჰარიმ სამეფო ოჯახი გაანაწყენეს მას შემდეგ, რაც უარი თქვეს მთელ რიგ პრივილეგიებზე თავისუფლების სანაცვლოდ, დედოფალი წყენას გულში არ იდებს. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ მაინც.

სამეფო ოჯახის ოფიციალურ „ტვიტერის“ ანგარიშზე სწორედ ელისაბედ მეორის და მეგანის ერთობლივი ფოტო გამოქვეყნდა, რომელსაც თან ერთვოდა მილოცვა: „სასექსის ჰერცოგინიას ბედნიერ დაბადების დღეს ვუსურვებთ“. აღნიშნული ფოტო პრინცი ჰარის და მეგანის ნიშნობის დღეს, ორი წლის წინ არის გადაღებული.

ცოტა ხანში მეგანმა მილოცვები მიიღო პრინცი ჩარლზის და კორნუელის ჰერცოგინია კამილასგან, რასაც პრინცი უილიამის და კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონის მილოცვა მოჰყვა. როგორც ჩანს, წყვილებს შორის კონფლიქტი ამოიწურა. არც ისე დიდი ხნის წინ ბრიტანულ მედიაში ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ ქეითი და უილიამი იმდენად განაწყენებულნი იყვნენ მეგანის და ჰარის გადაწყვეტილებით, რომ მათ ხმას არ სცემდნენ.

თუმცა შესაძლოა ეს ყველაფერი მხოლოდ სიჩუმეა ქარიშხლის წინ და არსებული კონფლიქტი და უსიამოვნება კიდევ უფრო გააღრმავოს წიგნმა, რომელიც დღის სინათლეს მალე იხილავს. ორი ავტორის, ომიდ სკობის და კეტრინ დურანდის წიგნი „თავისუფლების პოვნა“ მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ურთიერთობას, ქორწინებას და გადაწყვეტილებას ეძღვნება. ავტორები ამტკიცებენ, რომ წიგნზე მუშაობისას ისინი პრინცისა და ჰერცოგინიას უახლოეს მეგობრებს, სასახლეების მომსახურე პერსონალს და სამეფო ოჯახთან დაახლოებულ პირებს ესაუბრნენ, ჯამში ასზე მეტ ადამიანს. თითოეულ მოთხრობილ ამბავს  მინიმუმ ორი სანდო წყარო ჰყავს, სწორედ ამიტომ ეს წიგნი შეიცავს ყველაზე ავთენტურ ინფორმაციას ჰარისა და მეგანის ცხოვრების დეტალებზე დახურულ კარს მიღმა და მიზეზებზე, რომლებმაც მათი გადაწყვეტილება განაპირობეს.

წიგნი „ამაზონზე“ 11 აგვისტოდან გახდება ხელმისაწვდომი.

 


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები