LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა

164
ceb1f0fc284c4939b99df7218b232d48-18

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსისგან 5 წლის ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს. როგორც გამოცემა იუწყება, ინფორმაცია ქვეყნის მთავრობის მინისტრმა მაიკლ გოუვმა სპეციალურ ბრიფინგზე გააავრცელა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსს 708 ადამიანი ემსხვერპლა, სულ გარდაცვლილთა რიცხვმა 4313 შეადგინა.

“მიუხედავად იმისა, რომ გარეთ მზეა და კარგი ამინდია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარეთ უნდა გახვიდეთ,”-აღნიშნა, მაიკ გოუვმა და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები